вторник, 18 ноября 2014 г.

სწრაფი კვება

რა ზიანს აყენებს სწარაფი კვება ჩენს ორგანიზმს
 სწრაფი კვება სინათლის სისწრაფით მოედო მსოფლიოს,. მან მრავალ ქვეყანაში ტრადიციული სამზარეულოც კი განდევნა. ალბათ ბევრი თქვენგანი თვლის, რომ სწრაფი კვება ამერიკელებმა გამოგიონეს, მაგრამ ეს ასე არაა. ასეთ საჭმელს ჯერ კიდევ რომაელები მოიხმარდნენ, მაგრამ იგი მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტით იყო დამზადებული.
 სწრაფი კვებისას ადამიანი ჭამს ჰოთდოგს, ჰამბურგერს, შაურმას, ჩიფსს და სხვა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ისეთი გემრიელია, რომ ჩვენ ჭამის დროს არც კი ვუფიქრდებით, რომ ასეთი საკვების დიდი რაოდენობით მიღებით საშინელ საფრთხეში ვაგდებთ ჩვენ ორგანიზმს. სწრაფი კვების პროდუქტებით ჩვენ ძირითადად ქუჩაში ვიკვებებით. ასეთ კვებას ბევრი უარყოფითი მხარე გააჩნია. სიჩქარეში საკვებს კარგად არ ვღეჭავთ და კუჭში ხვდება მექანიკურად. ამიტომ სწრაფი კვება ხშირად გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, შეკრულობის მიზეზი ხდება.  
ქუჩაში კვებისას ვერ ვიცავთ ჰიგიენას და შეიძლება ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს სალმონელოზის, დიზენტერიისა და სხვა დაავადებათა გამომწვევი ჭიის კვერცხები. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიზარდა ჭარბწონიანი ადამიანების რიცხვი, რასაც მეცნიერები სწორედ სწრაფ კვებას უკავშირებენ. საქმე ისაა, რომ როგორც წესი, ეს საკვები შეიცავს დიდი რაოდენობით კალორიებს, მდიდარია ქოლესტერინით, ღარიბია ვიტამინებით, მასში დარღვეულია ბალანსი ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწლებს შორის. ასევე ყველასათვის ცნობილია ალბათ ისიც, რომ მაკდონალდში დამზადებული საკვებიც არაა სასარგებლო ჩვენი ჯამრთელობისათვის. ჰამბურგერი, ჰოთდოგი თუ ჩიზბურგერი, რომელსაც ქართულ მაკდონალდში მივირთმევთ, მიუხედავად იმისა, რომუგემრილესია”, დამზადებულია უცხოეთიდან შემოტანილი გაყინული ხორცის კატლეტით (რომელიც შეიძლება რამოდენიმე თვის, ან უფრო ცუდი, წლების წინაც იყოს დამზადებული). ასევე ბოსტნეულიც შემოდის უცხოეთიდან, რომელიც შესაძლოა იყოს გენმოდიფიცირებული (GMO) პროდუქტი. ასევე ყველას გვიყვარს კარტოფილი "ფრი", მაგრამ არ ვიცით როგორ ამზადებენ მას. ის იწვება ზეთში, რომელიც დამზადებულია სოიოთი ან სიმინდით, რომელიც ასევე მთლიანად "GMO" პროდუქტია და შლის ადამიანის იმუნიტეტს, ამიტომ ასევე უკეთესი იქნება თუ "ფრის" ჭამის დროს ზომიერებას დავიცავთ და გადაჭარბებული რაოდენობით არ მივიღებთ.  

მაკდონალდში ნებისმიერი ჰამბურგერი, ჩიზბურგერი თუ ბიგ მაკი შეიცავს 2000 კილოკალორიას. ადამიანი დღეში ფიზიკური დატვირთვის გარეშე წვავს 2000 კილოკალორიას, მაგარმ მაკდონალდში ჰამბურგერებით მხოლოდ არ შემოვიფარგლებით და ვიღებთფრისაცდა გამაგრილებელ სასმელს, რომელიც არანაკლებ კალორიულია. თუმცა, როგორი ცუდიც არ უნდა იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის, როცა ძალიან გეჩქარება, გშია და არ გაქვს იმის დრო, რომ მშვიდად მიირთვა, ყველაზე კარგი გამოსავალი სწორედ სწრაფი კვებაა. თანაც გემრიელია და სულ აღარ ვაქცევთ ყურადღებას თუ როგორ ვანადგურებთ ორგანიზმს, მაგრამ თუ მაინც შევეცდებით, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს საკუთარ თავს და შევამციროთ ასეთი საკვების მიღება და ვიკვებოთ ჯანსაღად ეს ისევ ჩვენთვის იქნება კარგი.
 

  


 ილია მეგრელიძე